blog-details

Colt

შპს კოლტის მწარმოებელი კომპანია (CMC, ყოფილი "კოლტის პატენტის ცეცხლსასროლი იარაღების მწარმოებელი კომპანია") არის ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი, რომელიც 1855 წელს სემუელ კოლოტმა დააარსა. ის ითვლება კოლტის 1836 წელს დაწყებული ცეცხლსასროლი იარაღების მწარმოებელი კომპანიის მემკვიდრედ. კოლტი ცნობილია ცეცხლსასროლი იარაღის ინჟინერიით, წარმოებითა და მარკეტინგით, განსაკუთრებით 1850-იან წლებსა და პირველ მსოფლიო ომს შორის პერიოდში, როდესაც იგი წარმოადგენდა თავის ინდუსტრიაში დომინირებულ ძალას და ჰქონდა წარმოების ტექნოლოგიაზე ძლიერი გავლენა. კოლტის თავდაპირველმა დიზაინებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რევოლვერის პოპულარიზაციაში და ძველი, ერთ გასროლიანი რევოლვერები უკან ჩამოიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ სემუელ კოლტს არ შეუმუშავებია რევოლვერის კონცეფცია, მისი დიზაინები გახდა პირველი, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა.

ყველაზე ცნობილი კოლოტის პროდუქციას შორის არის კოლტ ვოლკერი, რომელიც 1847 წელს ელი ვითნი ჯუნიორის დაწესებულებაში იყო დამზადებული, პირველი პატრონიანი რევოლვერი Single Action Armyor Peacemaker (მშვიდობისმყოფელი), კოლტ პითონი და კოლტ M1911 პისტოლეტი - მსოფლიოში ერთადერთი იარაღი, რომელსაც სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოები დღესაც იყენებენ, როგორც ხელით სატარებელ იარაღს და ზოგადად, აღნიშნულს ამერიკის შეიარაღებაში ყველაზე გრძელვადიანი გამოყენების ისტორია აქვს.

2002 წელს, კოლტ დიფენსი კოლტის მწარმოებელ კომპანიას გამოეყო. კოლტის მწარმოებელი კომპანია ამჟამად სამოქალაქო ბაზარს ემსახურება, ხოლო კოლტი დიფენსი მსოფლიოს მასშტაბით ემსახურება სამართალდამცავ, სამხედრო და კერძო უსაფრთხოების ბაზრებს. ორი კომპანია დარჩა კონექტიკუტის შტატის ქალაქ ვესტ ჰარტფორდში გარკვეული საქონლის ჯვარედინი ლიცენზირებისთვის, 2013 წლის გაერთიანებამდე. 2013 წლის M4-ის კონტრაქტის დაკარგვის შემდეგ, ახლად გაერთიანებული კოლტი მოკლე დროით აღმოჩნდა 11- თავის გაკოტრების საქმეში, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო და 2016 წლის იანვრიდან განახლდა.

კოლტის ბოიკოტი ნელ-ნელა შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის საზღვაო ძალებიდან პენსიაზე გასულმა გენერალმა უილიამ . კისმა 2002 წელს კომპანიის სადავეები აიღო ხელში. კისმა კოლტის რეპუტაცია გადაარჩინა და გაკოტრების ზღვარზე მდგომი კოლტი, თავდაცვის სფეროში მწარმოებელი პროდუქციის საეთაშორისო ლიდერად აქცია. 2010 წელს კისი ჯერალდ . რინკინმა შეცვალა კოლტ დიფენსის გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა, ხოლო კისი კოლტ დიფენსის დირექტორთა საბჭოში დარჩა.

კოლტს კონკურენციის გაწევა უწევს სხვა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ამზადებენ M1911- ის სტილის იარაღებს, როგორიცაა კიმბერი და AR-15-ის ტიპის შაშხანა, მაგ: Bushmaster. Bushmaster-ის AR-15-ის სამოქალაქო ბაზარზე გაყიდვებმა კოლტისას გადააჭარბა. კოლტმა სამართლებრივი მარცხი განიცადა სასამართლოში, როდესაც მან Bushmaster- სასაქონლო ნიშნის დარღვევის ბრალდებით უჩივლა, იმის მტკიცებით, რომ "M4"-ის სასაქონლო ნიშნის და მას ეკუთვნოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, M4 არის ზოგადი აღნიშვნა, რომელსაც კოლტი არ ფლობდა, კოლტს Bushmaster-ისთვის იურიდიული საფასურის დასაფარავად ფულადი ანაზღაურების გადახდა დაევალა. აღსანიშნავია, რომ M4-ის დასახელება აშშ-ის სამხედრო აღმნიშვნელი სისტემიდან იღებს სათავეს და მისი პირობები საზოგადოებრივ დომენშია.

კოლტმა, შერეული შედეგებით, რამდენიმე აშშ კონტრაქტი გააფორმა. მაგალითად, კოლტი 1980-იან წლებში Advanced Combat Rifle-ის (ACR) პროგრამის მონაწილე იყო, თუმცა სხვა კონკურსანტებთან ერთად M16A2-ის ჩანაცვლება ვერ მოახერხა. კოლტი და ბევრი სხვა იარაღის შემქმნელი კომპანიები აშშ-ის ახალი იარაღის საგამოცდო პროგრამაში 1980 წელს იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა Beretta- პროექტმა გაიმარჯვა და გახდა M9 პისტოლეტი. Colt OHWS ხელის იარაღს H&K-ის მოდელმა აჯობა, რის შედეგადაც გახდა MK23 SOCOM. კოლტის მოდელი უფრო მსუბუქი იყო ვიდრე H&K-ის მოდელი, მაგრამ მარცხი განიცადა ტექნიკური პარამეტრების ნაწილში. კოლტმა XM8-ის კონკურსში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან ის ღია კონკურენსი არ იყო. კოლტი სავარაუდოდ ნებისმიერ აშშ-ის ძალოვანი უწყებების იარაღის კონკურსში იქნება დამწყები. 1988 წლიდან მოყოლებული M16-ის ტიპის შაშხანები ძირითადად FN USA-ის მიერ არის წარმოებული. თუმცა, კოლტი დარჩა აშშ სამხედრო ძალების M4 კარაბინების ტიპის იარაღის ერთადერთ მომმარაგებელ წყაროდ. კოლტთან სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, აშშ- სამხედრო ადმინისტრაციას არ ჰქონდა მეორე წყაროს მომწოდებელი კონტრაქტების 2009 წლის 1 ივლისამდე კანონიერად აყვანის უფლება.