blog-details

Benchmade

Benchmade Knife კომპანია არის დანების მწარმოებელი კომპანია ქალაქ ორეგონში(ორეგონი, აშშ), რომელსაც ხელმძღვანელობდნენ რობერტა და ლეს დე ასისი. მისი საქონელი მრავალ ბაზარზეა წარმოდგენილი, როგორიცაა სპორტული საბრძოლო დანების, სამაშველო, სამართალდამცავთა, ბრძოლის ხელოვნებისა და სამხედროთა ბასრი ინსტრუმენტები. კომპანია, ამოქმედების დღიდან, თანამშრომლობს არაერთ ინდივიდუალური დაკვეთის დანის ოსტატებთან.

Benchmade– საფუძველი ჩაეყარა კალიფორნიაში 1979 წელს როგორც ბალისონგი, ხოლო 1988 სახელი შეიცვალა და Pacific Cutlery Corporation– ით გახდა ცნობილი. 1990 წელს კომპანიამ გადაინაცვლა კლაქამასში (ორეგონი). 1996 წელს კომპანიამ დაისაკუთრა 144 000 კვადრატული მეტრის დაწესებულება ქალაქ ორეგონში. Benchmade თავდაპირველად ცნობილი გახდა, როგორც პეპელას ან ბალისონგის ტიპის დანების მწარმოებელი, ამ საქმიანობას ის დღემდე განაგრძობს. ზემოხსენებული დანები აღმოაჩინა კომპანია Benchmade–მა, რომელსაც სავაჭრო ნიშნად და ლოგოდ მიენიჭა "Bali-Song. 1979 წელს ჯოდი სამსონის მიერ შექმნილ Benchmade–ის ორიგინალურ "Bali-Song" დიზაინს Blade Magazine–ის წლის დანის სტატუსი მიენიჭა .

2009 წლის თებერვალს, კომპანიაში დაახლოებით 150 ადამიანი იყო დასაქმებული. Benchmade–მა განვითარების არაერთი წელიწადი დაჰყო, რის შემდეგაც მან გაზარდა არამხოლოდ წარმოებული დანების მრავალფეროვნება, არამედ გააფართოვა თვითონ დაწესებულება.