blog-details

Reebok Tactical

Reebok- არის გლობალური სპორტული ფეხსაცმელისა და ტანსაცმლის კომპანია, რომელიც 2005 წლიდან გერმანიის სპორტ-გიგანტის ადიდასის შვილობილი კომპანიაა. Reebok- აწარმოებს და დისტრიბუციას უწევს ფიტნეს, სარბენ და ქროსფიტის სპორტულ სამოსს, მათ შორის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. ის გახლავთ Ultimate Fighting Championship-ის, CrossFit-ის, Spartan Race-ისა და Yuen Lui Studios- ოფიციალური სამოსის სპონსორი.

1958 წელს Reebok- დაარსდა, როგორც J.W. Foster and Sons-ის პარტნიორი კომპანია, რომელიც 1895 წელს ინგლისის ქალაქ ბოლტონში, ლანკაშისში არის დაარსებული. 1958 წლიდან 1986 წლამდე Reebok- ტანსაცმელში გამოჩნდა Union Jack. ისინი მათ კლასიკურ მოდელებში Union Jack-ის სიმბოლიკას კვლავაც იყენებენ.

კომპანიის გლობალური სათაო ოფისი მდებარეობს კანტონში, მასაჩუსეტსის შტატში, აგრეთვე აქვთ რეგიონალური ოფისები ამსტერდამში, მონრეალში, ჰონგ-კონგისა და მეხიკოში.

2016 წლის ნოემბერში რიბუკმა გამოაცხადა, რომ მათი სათაო ოფისი ბოსტონში გადავიდოდა. კომპანია გადაწყვეტილების მიზეზად ოფისის ქალაქის ურბანულ გარემოში მდებარეობას ასახელებს, რომელიც მილენიალი თანამშრომლებისთვის მუშაობისთვის ყველაზე სასურველ გარემოს წარმოადგენს, ამას გარდა, შეერთებული შტატების ოფისების "როლის განსაზღვრა" დასახელდა ერთ-ერთ მიზეზად. ახალ ოფისში გადასვლა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

Reebok- ტაქტიკური ფეხსაცმელი უზრუნველყოფს უნიკალური კომბინაციით ჩუმ და კომფორტულ გადაადგილებას. შესრულების ათლეტური ტექნოლოგიები Reebok- ტაქტიკურ ჩექმებს ხდის საუკეთესო არჩევანს სამართალდამცავი პერსონალისა და ტაქტიკური ოპერატორებისთვის. სპორტული გარე ძირები და ძირის დანაყოფის ფორმები უზრუნველყოფს გამძლეობას, ხოლო სპორტული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ხანგრძლივ კომფორტს სამუშაო დღის განმავლობაში. Reebok- ტაქტიკური ფეხსაცმელი ასრულებს მის ფუნქციას ყველაზე მომთხოვნ სიტუაციებში.