სასროლეთის უსაფრთხოების წესები

  • 2022-09-18

   BATTLEGROUND-ის სასროლეთის უსაფრთხოების წესები

  

  • იარაღს ყოველთვის მოეპყარით როგორც დატენილს. 
  • არ მიმართოთ იარაღი სხვაზე.
  • იარაღი დატენეთ მხოლოდ ინსტრუქტორის ბრძანებით.
  • სროლა დაიწყეთ მხოლოდ ინსტრუქტორის ბრძანებით.
  • გასროლის წინ დარწმუნდით თქვენს მიზანში.
  • არ მიატოვოთ სასროლი პოზიცია და არ გადაკვეთოთ სასროლი ხაზი ინსრუქტორის გარეშე.
  • სასხლეტზე თითი დადეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სროლას გადაწყვეტთ.
  • სროლის დამთავრების შემდეგ იარაღი განმუხტეთ მხოლოდ ინსტრუქტორის ბრძანებით.
  • სროლა დაშვებულია მხოლოდ თქვენს ზოლში განთავსებულ სამიზნეზე.
  • სროლის დამთავრების შემდეგ დადეთ იარაღი მაგიდაზე განმუხტულ მდგომარეობაში.
  • აკრძალულია იარაღის დაშლა თვითნებურად.
  • არასრულწლოვნები 10 წლის ასაკიდან დაიშვებიან მხოლოდ მშობელთან ერთად დაბადების მოწმობის საფუძველზე.
  • 10-დან 15-წლამდე არასრულწლოვნებისთვის დასაშვებია მხოლოდ 22 კალიბრის ვაზნის სროლა.
  • აკრძალულია სროლის დროს ალკოჰოლისა ან ნარკოტიკების გავლენის ქვეშ ყოფნა.
  • სასროლეთში შესვლა აკრძალულია სათვალეებისა და ყურსასმენების გარეშე.

    __

    ინსტრუქტორს აქვს უფლება მსროლელი გააძევოს სასროლეთის ტერიტორიიდან თუ ის არღვევს სასროლეთის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ შინაგანაწესს ან არაზედმიწევნით ასრულებს ინსტრუქტორის მითითებებს და თავისი ქმედებებით საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს, გარშემო მყოფ ხალხს ან სასროლეთის ქონებას. ასევე ინსტრუქტორი უფლებამოსილია მსგავსი დარღვევების შემთხვევაში მყისიერად აცნობოს პოლიციას.

    __

    სასროლეთში შესვლის უფლება აქვს მხოლოდ ინსტრუქტორს და მაქსიმუმ ორ მსროლელს.

    ფოტოს გადაღებით ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები უსაფრთხოების წესებს.

     

სრულად ნახვა

ინფორმაცია სასროლეთზე

  • 2019-08-15

ინფორმაცია სასროლეთზე:

Battleground * ბეთლგრაუნდი -ის სასროლეთი შექმნილია ამერიკული ბრენდის უმაღლესი ხარისხის სისტემისა და საუკეთესო ხარისხის ბალისტიკური რეზინის ფილების ბაზაზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისოდ დაწესებულ სტანდარტებს. სასროლეთის სიგრძე 25 მეტრია და მოიცავს 4 სასროლ ზოლს.

Battleground * ბეთლგრაუნდი -ის სასროლეთი მომხმარებელს სთავაზობს იარაღების მრავლფეროვანს არჩევანს:

  • Glock (G17, G19,G19x, G34, G41, G42, G43x, G45, G48);
  • Heckler & Koch (MR 223, USP);
  • Smith & Wesson (MP9, SD9, MP22 Compact, MP15-22 sport, MP9 Compact, Bodyguard);
  • Daniel Defense (MK18, DDM4 V7 S, DDM4 V7 SLW);
  • Colt (Government);
  • Steyr ( C9 A2 MF)

ხოლო სროლისას გამოყენებულია Magtech-ისა და Fiocchi-ს უმაღლესი ხარისხის ვაზნები.

Battleground * ბეთლგრაუნდი -ის უფასო სერვისში შედის პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურება, უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა და სამიზნეების ფართო არჩევანი.

Battleground * ბეთლგრაუნდში სრულწლოვანი ასაკიდან ყველას შეუძლია სროლა, არასრულწლოვნებს 10 წლის ასაკიდან მშობელთან ერთად, დაბადების მოწმობის წარდგენით შეუძლიათ მოსვლა და სროლა. ასევე არასრულწლოვანი ისვრის მხოლოდ 22 კალიბრიან ვაზნას

დასაჯავშნად, მოგვწერეთ ჩვენს Facebook  გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 748 511.

სრულად ნახვა

სროლის საფასური

  • 2019-07-11
  1. Caliber 9x19 - 2.1 ₾ (Glock, SW, HK, Steyr )
  2. Caliber .45 - 3.8 ₾ (Glock,Colt)
  3. Caliber .380 - 1.7 ₾ (Glock, S&W)
  4. Caliber .22 - 0.8 ₾ (Glock)
  5. Caliber .223 - 3.5 ₾ (Daniel Defense)
  6. Caliber .7/62 - 3.5 ₾ (AKM-47)
  7. Caliber .38SPL - 3.5 ₾ (Smith & Wesson)
  8. Caliber 300BLK - 3.5 ₾ (Daniel Defense, DiamondBack)
  9. Caliber .357 - 4 ₾ (Smith & Wesson)
 
 
სრულად ნახვა

6 დღიანი კურსი (120 ვაზნა)

  • 2019-05-21

6 დღიანი კურსის ფასია - 450 ₾.

თეორია - 1 საათი:

  1. იარაღის გაცნობა (ტაქტიკური მონაცემები);
  2. იარაღის უსაფრთხოება, მოპრყობის წესები;
  3. იარაღის დაშლა-აწყობა;
  4. ზუსტი სროლის პრინციპები (დგომა, იარაღის ჭერა, სუნთქვა, სწორი დამიზნება და სასხლეტი).

6 დღიან კურსში შედის:

  • 40 ცალი - 9x19 კალიბრის ვაზნა;
  • 30 ცალი - 22 კალიბრის ვაზნა;
  • 30 ცალი - 223 კალიბრის ვაზნა.

კურსი ტარდება მხოლოდ ორშაბათს და ხუთშაბათს 11 დან 13 საათამდე, ერთი კურსის ხანგრძლივობა არის 1 საათი

 

6 დღიანი კურსი

სრულად ნახვა

3 დღიანი კურსი (80 ვაზნა)

  • 2019-05-02

3 დღიანი კურსის ღირებულებაა - 330 ლარი. 

თეორია - 1 საათი:

  1. იარაღის გაცნობა (ტაქტიკური მონაცემები);
  2. იარაღის უსაფრთხოება მოპრყობის წესები;
  3. იარაღის დაშლა-აწყობა;
  4. ზუსტი სროლის პრინციპები (დგომა, იარაღის ჭერა, სუნთქვა, სწორი დამიზნება და სასხლეტი).

3 დღიან კურსში შედის:

  • 40 ცალი - 9x19 კალიბრის ვაზნა;
  • 40 ცალი - 22 კალიბრის ვაზნა;

კურსი ტარდება მხოლოდ ორშაბათს და ხუთშაბათს 11 დან 13 საათამდე, ერთი კურსის ხანგრძლივობა არის 1 საათი

3 დღიანი კურსი

სრულად ნახვა