ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

შპს Global Defense Group დაფუძნდა 2013 წელს და კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ტანსაცმლითა და აქსესუარებით, იარაღითა და თავდაცვითი დანიშნულების სხვა აქსესუარებითა თუ მოწყობილობებით ვაჭრობა.

შპს Global Defense Group-ის მფლობელობაშია ტაქტიკური მულტიფუნქციური ცენტრი- Battleground * ბეთლგრაუნდი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების 25 მეტრიან  სასროლეთს, ტაქტიკური ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიასა და იარაღის მაღაზიას. Battleground საშუალებას გაძლევთ გაიაროთ საცეცხლე მომზადების 3 და 6 დღიანი  კურსი და მონაწილეობა მიიღოთ სროლის ტურნირებში. 

კომპანია მომხმარებელს  მუდმივად სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. Global Defense Group-ის  პორტფოლიოშია ისეთი პრემიუმ ხარისხის ბრენდები, როგორებიცაა: 5.11 Tactical, GLOCK International, Colt's Manufacturing LLC, Smith&Wesson, Daniel Defense, The Safariland Group, Benchmade, Boker, Gerber, Leupold, Sabre Red, Carinthia, CTC lasers, Otis, ArmourLite და სხვ.